LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ბჟანიას მოსკოვში იწვევს

125
პუტინი, ბჟანია

„რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას 9 მაისს მოსკოვში იწვევს“, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 18 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტს, რომელიც ასლან ბჟანიას ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთის ელჩმა“, მიხაილ შურგალინმა გაუგზავნა, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მედიაში ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ „ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას და მოლაპარაკებებში პაუზაა”

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამავალა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც 2025 წლის 9 მაისს გაიმართება, მოწვევის ტექსტი გადმოგცეთ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია“

შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე: „ეს არის შედეგი იმის, რომ იქ საოკუპაციო მმართველობაა და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g