„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ომის დასრულებისკენ ისწრაფვის.
“ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ პირიქით, დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს და რაც მალე, მით უკეთესი“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ძალადობის ინტენსიფიკაცია გაუმართლებელ დანაკარგებს იწვევს.
„ყველა შეიარაღებული კონფლიქტი სრულდება ასე თუ ისე რაღაც სახის მოლაპარაკებებით დიპლომატიურ ველზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე უარს კიევი ამბობს.