LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი მსოფლიოს “სპუტნიკის” ვაქცინის აღიარების დაჩქარებას სთხოვს

108
პუტინიი

კორონავირუსის ვაქცინების და ვაქცინაციის ეროვნული სერტიფიკატების უმოკლეს დროში აღიარება ხელს შეუწყობს გლობალური ეკონომიკის და სხვა აქტივობების უფრო სწრაფად აღდგენას, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ონლაინ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, ისინი სხვა ქვეყნებს ვაქცინებითა და სამედიცინო საშუალებებით დაეხმარებიან.

„ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს დახმარებას სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების, მედიკამენტების, აღჭურვილობის, ტესტირების სისტემებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მიწოდებით“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც დაარეგისტრირა კორონავირუსის ვაქცინა – Sputnik V.

„დღეს ეს ვაქცინა რეგისტრირებულია მსოფლიოს 71 ქვეყანაში, რომელთა საერთო მოსახლეობა 4 მილიარდზე მეტია. მისმა გამოყენებამ მაღალი ეფექტურობა აჩვენა”, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ასევე შეიმუშავა ერთდოზიანი ვაქცინა Sputnik Light, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც „ბუსტერ“ დოზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g