რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიურ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
„რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია, საჭიროა მათთან მუშაობა, ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.