LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტებს და კიევის ამჟამინდელ რეჟიმს ეკისრება

143
ფორტუნა (41)

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა,

პუტინმა საუბარი უკრაინაში ერთი წლის წინ დაწყებული ე.წ. „სპეცოპერაციით“ დაიწყო და აღნიშნა, რომ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვეტს სპეცოპერაციის ამოცანებს.

„რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ გადავჭრით სპეცოპერაციის ამოცანებს, მე დღეს ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს, როცა თითოეულ ჩვენგანს კოლოსალური პასუხისმგებლობა გვეკისრება.

მე დღეს ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს და მსოფლიოსთვის კარდინალური, შეუქცევადი ცვლილებების დროს, ისტორიული მოვლენების დროს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალს, როცა თითოეულ ჩვენგანს კოლოსალური პასუხისმგებლობა გვეკისრება.

ერთი წლის წინ ჩვენს ისტორიულ მიწებზე ხალხის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარე საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც წარმოიშვა უკრაინაში 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და თანმიმდევრულად გადავჭრით ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე მტკიცებით, რუსეთი დონბასში კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი გზით ცდილობდა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მართლაც ყველაფერი, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაგვეჭრა. ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს რთული კონფლიქტის მშვიდობიანი გამოსავლის გამონახვასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან სრულიად განსხვავებული სცენარი მზადდებოდა”, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.

“უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დასავლურ ელიტებს და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს“, – აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g