LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ვიზების გაუქმებაზე: მოულოდნელი რეაქცია იყო, მეგონა, მადლობას იტყოდნენ

204
1650289502-პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საქართველოს რეაქციით სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

„ჩემთვის იყო სრული მოულოდნელობა ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. მე ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა, აი, მადლობა, კარგია. არა, იქ რაღაც გაუგებარი ქარიშხალი წარმოიშვა ამ საკითხზე. ძალიან უცნაურია. და სიმართლე გითხრათ, მოულოდნელია. მე, როდესაც გვერდიდან ვუყურებ: სრულიად შეიშალნენ თუ რა? გაუგებარია, რაც იქ მათთან რა ხდება“, – განაცხადა პუტინმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „საქმიან რუსეთთან“ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება მათ შორის შვებულებების სეზონების მოახლოებასთან დაკავშირებითაც მიიღო. პუტინი ამტკიცებს, რომ იმ ადამიანების “მხარდაჭერა” სურდა, რომლებიც რუსეთთან “ნორმალური ურთიერთობების დამყარებას” ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები