LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი – ვოლდემორი, ზელენსკი – ჰარი პოტერი: პოლონეთის ქუჩებში ახალი სტენსილი გამოჩნდა

317
11

მე-14 დღეა, რაც რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

ამდენივე დღეა, რაც მსოფლიო, უკრაინის მიმართ სოლიდარობას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.

უკრაინაში მიმდინარე ომი აქტუალურ თემად იქცა ქუჩის მხატვრებისთვისაც.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, კედლებზე დღეს მრავლად შეხვდებით ამ თემაზე შესრულებულ ნახატებს.

დღეს სოციალურ ქსელში ყველაზე აქტუალური პოლონეთის ქალაქ პოზნანში, მხატვარ Kawu-ს მიერ შესრულებული სტენსილებია.

რამდენიმე დღის წინ არტისტმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი “ჰარი პოტერის” ერთ-ერთ გმირად, სამყაროს ყველაზე უარყოფით პერსონაჟ ლორდ ვოლდემორად აქცია.

დღეს კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰარი პოტერს შეადარა.