რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა უარს ამბობს რუსეთთან მოლაპარაკებაზე. ინფორმაციას რუსული მედია TASS ავრცელებს.
როგორც პუტინი აცხადებს, მან არაერთხელ გამოაცხადა მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მოსკოვი ამას ვერ დააწესებს.
„ყველა წინააღმდეგობა მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისინი უარს ამბობენ ჩვენთან მოლაპარაკებაზე. კონფლიქტი ეფუძნება აშშ-სა და ნატოს მიერ რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეების შექმნას. რუსეთი და თავად უკრაინა, უფრო სწორად, უკრაინის ამჟამინდელი რეჟიმი, უარს ამბობს მოლაპარაკებაზე. ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა და უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო შესაბამისი განკარგულება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს მოლაპარაკებებს“, – განაცხადა პუტინმა.
