„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის ოცნებაა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და ახლა ვხედავთ, ივანიშვილი როგორ უსრულებს რუსეთის პრეზიდენტს ამ ოცნებას. მისივე განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი სისასტიკით უფრო და უფრო ემსგავსება ლუკაშენკოს ბელორუსს და პუტინის რუსეთს, რომელმაც ღიად აქცია ზურგი დასავლეთს.
„ჩვენ გუშინ შევხვდით რაიმუნდას ლოპატას და ანა ფოტიგას. მათი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას მონახულებაა. მათი მიზანია ორი ადამიანის სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ისინი საქართველოს მეგობრები არიან.
ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი სისასტიკით უფრო და უფრო ემსგავსება ლუკაშენკოს ბელორუსს, პუტინის რუსეთს და უკვე ღიად აქცია ზურგი დასავლეთს. ძალიან ცხადია მათი ანტიდასავლურობა. ვფიქრობ, ახლა დანაშაულია უმოქმედობა, შემგუებლობა და დუმილი! ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ. გადასარჩენია ორი ადამიანის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავალი. ვლადიმერ პუტინის, რომელსაც ჯო ბაიდენმა ღიად უწოდა მკვლელი, დიდი ხნის ოცნებაა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი. ახლა ვხედავთ, ივანიშვილი როგორ უსრულებს ვლადიმერ პუტინს დიდი ხნის ოცნებას“,- აღნიშნავს ბოკუჩვა.