LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა: ლიზ ტრასი

103
ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, „პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა“.

მისივე თქმით, რუსეთის გაუმართლებელი და უკანონო ინტერვენცია მსოფლიოში მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი ძალიან შეცდა.

„ის ელოდებოდა, რომ ინტერვენცია რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა უკრაინელების სიმამაცის სიმტკიცე, რომლებიც თავდაჯერებულად იცავენ თავიანთ ქვეყანას.დღეს არის მომენტი, რომ პატივი მივაგოთ ინტერვენციის დაწყების დღიდან მოკლული ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს და დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის გმირული თავდაცვისადმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი წარმატება და პუტინის მარცხი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g