LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის მომხრე არტისტებს დუბაიში კონცერტი ჩაუშალეს – მუსიკოსებმა მათთან ერთად სცენაზე დგომაზე უარი თქვეს

20746
BeFunky-collage (2)

რუსეთში ცნობილი ვარსკვლავები – ვალერია, ვადიმ რეპინი და სვეტლანა ზახაროვა დუბაიში ოპერაში გამოსასვლელად ჩაფრინდნენ, თუმცა მათი გამოსვლა ჩაიშალა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

УНИАН მომღერალ ვალერიას განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი არტისტების გამოსვლა იმიტომ ჩაიშალა, რომ მუსიკოსებმა უარი თქვეს მათთან ერთად სცენაზე გასვლაზე, რადგან ეს არტისტები პუტინის რეჟიმს უჭერენ მხარს.

ვალერია ინტერვიუში ამბობს, რომ სპექტაკლის გაუქმების გამო ნაწყენი არ არის. მისი თქმით, მას სხვა წინადადებებიც აქვს, ამიტომ განსაკუთრებული ზიანი არ მიადგება.

„ერთი სპექტაკლი გავაუქმე საზღვარგარეთ – დუბაიში, დრეზდენის ოპერაში.

დრეზდენის ორკესტრის მუსიკოსებს არ სურდათ რუს არტისტებთან ერთ სცენაზე გასვლა. მეორე დღეს ხანტი-მანსიისკში გამოვედი პარალიმპიური ზამთრის თამაშების დახურვაზე. ისინი ძალიან თბილად დამხვდნენ“, – განაცხადა მომღერალმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g