რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეხმიანება და აცხადებს, რომ „პუტინის ომი დღითი დღე უარესდება“. როგორც ლაიენი Twitter-ზე წერს, ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით.
„პუტინის ომი დღითი დღე უარესდება. ახლახანს მივაწოდე ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის სანქციების მეოთხე პაკეტზე. ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით.
ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინას, რომელსაც 1.2 მილიარდი ევრო გადასცა მაკროდაფინანსების სახით, ხოლო 500 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
Putin’s war is becoming more brutal by the day.
I just informed President @ZelenskyyUa of the 4th package of sanctions.
The EU is with the Ukrainian people.
We support them with a €1.2 billion macro-financial assistance package and €500 million in humanitarian aid. pic.twitter.com/9siOxbRdsB
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 14, 2022