რუსეთი პირველი არასდროს, არავის დასხმია თავს და ამდენი კონფლიქტის გადამტანს, არც კი სურს წარმოთქვას სიტყვა „ომი“ – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა დასავლეთს მოუწოდა, გაიხსენონ ისტორია.
რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს: ბორის ჯონსონი
„შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, პირველი არავის თავს არ დასხმია და რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა – ეს არის უკანასკნელი ქვეყანა ევროპაში, ვისაც სურს წარმოთქვას სიტყვა ომი.
მოვუწოდებთ, საკუთარ თავს ჰკითხონ: რა აზრი აქვს რუსეთისთვის, ვინმეს თავს დაესხას? მოგიწოდებთ, გაიხსენოთ ისტორია. თუმცა, ასე ვთქვათ, მათთან, დასავლეთში, როგორც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდით, ისტორიაში არც თუ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ შევახსენებთ, რომ რუსეთი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასოდეს არავის დასხმია თავს,”-განაცხადა პესკოვმა გადაცემაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“.