გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფარიძე, Giovanni Morra-ს პიჯაკის სურათს აქვეყნებს, რომელზეც დატანილია წარწერა, რომ რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს.
ჯაფარიძე პირობას დებს, რომ თუ პრეზიდენტად აირჩევენ, ყველა ოფიციალურ შეხედრაზე ასეთი პიჯაკით წარსდგება.
„2 წლის წინ, 8 აგვისტოს, გირჩის ფბ გვერდით მე შევაგინე პუტინის რუსეთს
დღეს მინდა იგივე გავიმეორო – პუტინის რუსეთის დედას შევეცი!
და დაგპირდეთ: თუ ამირჩევთ პრეზიდენტად, ყველა (ყველა !) ოფიციალურ შეხვედრაზე / მიღებაზე / ცერემონიაზე ვიქნები ასეთი პიჯაკით.
უღრმესი მადლობა Giovanni Morra-ს დიზაინისთვის,” – წერს ზურა ჯაფარიძე.