უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვლადიმირ პუტინის მეგობარი და ერთ-ერთი შვილის ნათლია, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა.
ამის ამსახველი ფოტო პრეზიდენტ ზელენსკის “ტელეგრამ” გვერდზე ვრცელდება.
სხვა ინფორმაცია დამატებით დეტალებთან დაკავშირებით უცნობია.
თავად ზელენსკის განცხადების თანახმად, ინფორმაცია მოგვიანებით გახდება საჯარო.