LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის თანაშემწე: „მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით – ცეცხლის დროებით შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა დროებით სულის მოთქმა უკრაინელი სამხედროებისთვის“

145
იური უშაკოვი

„მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი უკრაინასთან და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

როგორც უშაკოვმა აღნიშნა, მათი [რუსეთის] მიზანია ხანგრძლივი მშვიდობიანი მოგვარება:

სერგეი ლავროვი: „უკრაინაში NATO-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს – ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით“

ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ჯარების განლაგებას „არავითარ შემთხვევაში“ არ დათანხმდება.

„ამისკენ ვისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარებისკენ, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს, ჩვენს ცნობილ შეშფოთებებს. ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში არავის სჭირდება რაღაც ნაბიჯები, რაც მშვიდობიანი ქმედებების იმიტაციას წარმოადგენს“, – განაცხადა უშაკოვმა.

მისივე თქმით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აშშ-ის მთავრობის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთანაც გამოთქვა.

მარია ზახაროვა: არ გამოვრიცხავთ კონტაქტს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში

„ბუნებრივია, მე გავაკეთე კომენტარი ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებებზე და გამოვთქვი ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა დროებით სულის მოთქმა უკრაინელი სამხედროებისთვის, მეტი არაფერი“. – აღნიშნა იური უშაკოვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის – სრული სიმართლის დროა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g