LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის უკრაინაში შეჭრამ რუსეთის ეკონომიკა 4 წლით უკან დააბრუნა

68
putineconomy

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრამ, პირველ 3 თვეში, რუსეთის ეკონომიკა 4 წლით უკან დახია და 2018 წლის დონეზე დააბრუნა. ინფორმაციას Bloomberg სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილი გამოცემა წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში, მზარდი რუსეთის ეკონომიკა, მეორე კვარტალიდან კლებისკენ წავიდა და რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 4.7%-ით შემცირდება.

ამასთან, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რუსეთის ეკონომიკური ზრდა მომდევნო კვარტალებში კიდევ უფრო შემცირდება და 2023 წლის მეორე ნახევრამდე კლების ტენდენციას შეინარჩუნებს.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, 2022 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება 2018 წლის ზომას. ჩვენ ველით, რომ ეკონომიკური ვარდა, შედარებით, შენელდება 2022 წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკონომიკა 2023 წლამდე კვლავ შემცირებას განაგრძობს, რასაც განაპირობებს ევროპული სანქციებიდან გამომდინარე, რუსული ენერგორესურსებზე მოთხოვნის და შესაბამისად, ექსპორტის შემცირება“, – ამბობს ალექსანდრე ისაკოვი, რუსი ეკონომისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g