LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იყიდა

255
150725130500-putin-blatter-super-tease

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფედერალური ბიუროს გამოძიების შედეგები 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. ანგარიშში არის ფრაგმენტი, რომელიც ეხება თუ როგორ მოიპოვა რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება.

რუსეთი მოაშორეს: 4 წელი რუსები არც ოლიმპიადაზე იქნებიან და არც მსხვილ ტურნირებზე

„2011 წლის ივლისში ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა კრისტოფერ სტილმა ანგარიში წარადგინა, რომელშიც მოკლედ იყო მოყვანილი რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევისა და მთავრობის თავმჯდომარის ვლადიმირ პუტინის საუბარი.

ამ საუბარში პუტინმა აღიარა, რომ ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა მოისყიდა ფიფას პრეზიდენტი (საუბარია ზეპ ბლატერზე), რათა რუსეთს მიეღო მუნდალის ჩატარების უფლება“, – ნათქვამია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ანგარიშში. ციტატა ანგარიშიდან Sky Sports-ს მოყავს.

მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდა.

პუტინის დარტყმა მიზანს ყოველთვის ვერ აღწევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები