LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, რეზერვში მყოფი მოქალაქეები 2022 წლის სამხედრო წვრთნებზე გამოიძახა

229
პუტინი ხელმოწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, რეზერვში მყოფი მოქალაქეები 2022 წლის სამხედრო წვრთნებზე გამოიძახა. ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს.

„რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბრძანების თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალა უზრუნველყოს სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასთან და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების შესახებ წინა განკარგულებას ხელი 2021 წლის აპრილში მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g