LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა მარიუპოლში „საბრძოლო სამუშაოების“ დასრულებას „წარმატება“ უწოდა და შოიგუს მიმართა, „აზოვსტალის“ მებრძოლებმა იარაღი დაყარონ 

164
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფერედაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მიმართა, კიდევ ერთხელ მოიწვიოს ყველა, ვინც მარიუპოლში იარაღი არ ჩააბარა და დასძინა, რომ „რუსეთის ფედერაცია მათ სიცოცხლესა და სამედიცინო დახმარებას გარანტიას გაუწევს.“

პუტინმა მარიუპოლში „საბრძოლო სამუშაოების“ დასრულებას „წარმატება“ უწოდა და თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მიულოცა.

„კიდევ ერთხელ შევთავაზეთ ყველას, ვისაც იარაღი ჯერ არ დაუყრია ამის გაკეთება. რუსული მხარე მათ სიცოცხლეს და ღირსეულ მკურნალობის გარანტიას აძლევს, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად. ყველა დაშავებულს გაეწევა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.“– განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსული მედია წერს, 7 მარტს, უკრაინის „დემილიტარიზაციისთვის” რუსული სპეცოპერაციის დაწყებიდან 12 დღის შემდეგ, „ვოსტოკის“ ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ალექსანდრე სემიონოვმა განაცხადა, რომ ქალაქი ალყაში იყო და დაიწყო მისი ცალკეული უბნების „წმენდა.“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა 16 აპრილს განაცხადა, რომ მთელი ქალაქის ტერიტორია „გაწმენდილია“ აზოვის პოლკიდან უკრაინის არმიისგან, „უცხოელი დაქირავებული და ნეონაცისტებისაგან“, (რომელთა წინააღმდეგაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ) ხოლო უკრაინული ჯგუფის ნარჩენები „აზოვსტალის“ ქარხანაში დაბლოკილია.

უკრაინაში 22 000 რუსი სამხედრო საზღვრებზე ბუჩქებში იმალება: ალექსი არესტოვიჩი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g