ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან “მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების” დამატებით, რატიფიცირებულ ოქმს. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში უვადოდ ყოფნა შეუძლიათ.
პუტინის მიერ “ოქმის” ხელმოწერამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეებს“ რუსეთში უვიზოდ ყოფნა შეეძლოთ 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში.
ეს “დოკუმენტი” ე.წ. სამხრეთ ოსეთში უვადოდ ყოფნის უფლებას აძლევს რუსეთის მოქალაქეებსაც.
პროტოკოლოს ხელი 2018 წლის 9 ნოემბერს მოსკოვში მოაწერეს ხელი. დუმის ორივე პალატამ კი მას მხარი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუჭირა.