LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

42
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ახლად ოკუპირებულ ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ბუკა პეტრიაშვილი: „დღეს ჩანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა! ავი ხმები ამბობენ, შეიძლება საომარი მდგომარეობაც გამოაცხადოს და ქვეყანაც ჩაკეტოსო!“

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა:

„შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, სანამ ისინი რუსეთის შემადგენლობაში შევიდოდნენ, საომარი რეჟიმი მოქმედებდა ფედერაციის კანონმდებლობის ფარგლებში, ამიტომ, მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში სამხედრო ვითარების შემოღების შესახებ.

ის დასამტკიცებლად დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ფედერაციის საბჭოს“, – თქვა პუტინმა.

კრემლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალურმა კიევმა უარი განაცხადა ეღიარებინა აღნიშნული რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი.

მედვედევი: რეფერენდუმები დასრულდა, მოგესალმებით სახლში, რუსეთში

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g