LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა რომის პაპს უარი სამჯერ უთხრა – რას წერს უკრაინული მედია

418
BeFunky-collage (3)

უკრაინული მედიის ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ, სამჯერ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვალდიმირ პუტინს, ნება დართოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე აზოვსტალიდან პაპის დროშის ქვეშ მცურავი გემით, მაგრამ სამივე შემთხვევაში უარი მიიღო.

უკრაინული მედია ამის შესახებ იტალიური გაზეთის, “ilmessaggero-ს” -ზე დაყრდნობით წერს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვატიკანი ახლა პესიმისტურად არის განწყობილი ხალხის ევაკუაციის შემდგომ მცდელობებთან დაკავშირებით.

“უნდა ვიმუშაოთ დიპლომატიის გზით ამ სფეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გააგრძელებს უკრაინის შვილების შთანთქმას”, – ამბობს რომის პაპი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი უარს აცხადებს მარიუპოლიდან ევაკუაციის ყველა წინადადებაზე.

მისივე თქმით, რუსებს საუბრის ან დათმობაზე წასვლის არანაირი სურვილი არ აქვთ.

არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანაში ჯერ კიდევ ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და ტერიტორია უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g