LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აუკრძალა

155
d1c1986d-8cb0-4af1-b933-4831f6a3123f

რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აეკრძალათ. BBC-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ძალაში დღეიდან შედის.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუბლის რეკორდული გაუფასურება გამოიწვია.

ამას გარდა, პუტინის განკარგულება უკრძალავს რუსეთის რეზიდენტებს „არამეგობრული ქვეყნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებად სტრუქტურებს, ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით გარიგებებს, რუბლში კრედიტის აღებას.

Boeing-მა და Ford-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერეს – რა ახალი სანქციები დაუწესეს კრემლს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

magti 5g