LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა შვედეთის მეფეს ტელეგრამა გაუგზავნა

97

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შვედეთის მეფეს კარლ XVI გუსტავს, დღეს, სტოკჰოლმში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ტელეგრამა გაუგზავნა.

“ჩვენ ქვეყანაში, ხალხს გაგებული კი არ აქვს, ზუსტად იცის რას ნიშნავს საერთაშორისო ტერორიზმი. ამ რთულ დროს  რუსეთი შვედი ხალხის გვერდით დადგება”, – ვკითხულობთ ტელეგრამაში.

შეგახსენებთ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა 4 დღის წინ, პეტერბურგში 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღეს კი სტოკჰოლმში, ხალხით სავსე ფეხითმოსიარულეთა ქუჩაზე სატვირთო ავტომანქანა შევიდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაზუსტებული არ არის. საუბარია 3 და 5 ადამიანზე. დაშავებულთა რაოდენობა კი ბევრად მეტია.

პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს. შვედეთის პრემიერმა კი განაცხადა, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები