LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა სისხლისღვრისა და ნგრევის გზა აირჩია. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ: ბორის ჯონსონი

102
Untitled design (3)

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეხმიანება.

ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სისხლისღვრისა და ნგრევის გზა აირჩია.

როგორც ჯონსონი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტად უპასუხებენ:

“შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. მორიგი ნაბიჯების განსახილველად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ველაპარაკე.

უკრაინაზე ამ არაფრით პროვოცირებული თავდასხმის წამოწყებით, პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და ნგრევის გზა აირჩია. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ”, – წერს ბორის ჯონსონი.

ჯონსონისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის პრემიერის ოფისიც. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა თავისი კამპანია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წამოიწყო.

სატელეფონო საუბარში ჯონსონმა აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია უკრაინაში მოვლენების განვითარებით. ბორის ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ამას გაუძლებს და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ბნელ პერიოდში უკრაინას გვერდში დაუდგება.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს უკრაინელ ჯარისკაცებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველა გარე ძალა, რომელიც რუსეთისთვის საფრთხის შექმნას შეეცდება დაუყოვნებლივ პასუხს მიიღებს.

 

 

ყველაფერი რუსეთ-უკრაინის მოვლებების შესახებ:

უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია

კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო

უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

აიძულეთ პუტინს გაჩერდეს – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვს

კულება რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომების სიას აქვეყნებს – რას ითხოვს უკრაინა მსოფლიო საზოგადოებისგან

“21-ე საუკუნეში, საზღვრების შესაცვლელად ძალის გამოყენების ადგილი არ არის” – დღეს ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება

NATO უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას იწვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები