ცნობილი ხდება, რომ კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, საპატიო ორდენით დაჯილდოვდა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, „გაზპრომ-მედია ჰოლდინგის“ გენერალურ დირექტორს, თინა კანდელაკს კეთილსინდისიერებისა და მეგობრობისთვის, საპატიო ორდენს გადაეცა.
კანდელაკის გარდა, კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ორდენი რუს მსახიობს, კონსტანტინე ხაბენსკისა და რამზან კადიროვის შვილს, აიშატ კადიროვას გადაეცათ.
„რუსეთი არის არაჩვეულებრივი მომავლის ქვეყანა” – თინა კანდელაკი ნიჟნი-ნოვგოროდით აღფრთოვანებულია