LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ტომარაში მოთავსებული გვამები მოსკოვშიც დაბრუნდება: ვენდი შერმანი

81
wendy.png

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ტომარაში მოთავსებული გვამები მოსკოვშიც დაბრუნდება“.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.

ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა – საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან, ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან: ჯო ბაიდენი

“ამას მძიმე შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ რუსეთი ეკონომიკაზე, ამას გააკეთებს არა მხოლოდ აშშ, არამედ ეს შესანიშნავი ალიანსი და ქვეყნები მსოფლიოს გარშემო, მხოლოდ ეს არ გამოიწვევს შედეგებს. ვლადიმერ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ტომარაში მოთავსებული გვამები მოსკოვშიც დაბრუნდება, რუსეთის მოქალაქეები დაიტანჯებიან, რადგან მათი ეკონომიკა სრულიად განადგურდება”, – განაცხადა მან MSNBC-ის ეთერში.

ცნობისათვის, ამჟამად რუსეთ-უკრაინის საზღვარზე 100 000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, ხოლო ბელორუსია-უკრაინის საზღვარზე 30 000-მდე ჯარისკაცია.

კულება: გაუგებარია, რატომ არის საფრანგეთი და ზოგიერთი ქვეყანა პუტინის ნებაყოფლობითი დამცველი – კრემლის ულტიმატუმი მაგიდაზე დადებულ რევოლვერს ჰგავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g