LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია… ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს წინადადების პასუხია რუსული დრონები და ბომბები, რუსეთი იმსახურებს ყველა მკაცრ ზომას“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

138
ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია… ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს წინადადების პასუხია რუსული დრონები და ბომბები, რუსეთი იმსახურებს ყველა მკაცრ ზომას, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს უკვე მეტი დარტყმა და დაბომბვა მოხდა. ჩერკასის რეგიონი – თავს დაესხნენ დრონებით. ხერსონის რეგიონი – არტილერია და დრონების მიერ ჩვეულებრივ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ჩამოყრილი ასაფეთქებლები. დონეცკის რეგიონი – მართვადი საჰაერო ბომბები, დრონები, არტილერია. ზაპოროჟიე – დრონები. დნიპროს რეგიონი – მართვადი საჰაერო ბომბები და დრონები. სუმის რეგიონი – სამწუხაროდ, ისევ ბომბები და დრონები. ხარკოვის რეგიონი – თავდასხმები მართვადი საჰაერო ბომბებით.

რუსული დარტყმების გეოგრაფია და სისასტიკე, არა მხოლოდ ხანდახან, არამედ ფაქტობრივად ყოველ დღე და ღამე აჩვენებს, რომ პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია. უკვე რამდენიმე კვირაა, არსებობს აშშ-ს წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. და თითქმის ყოველდღე, ამ წინადადების პასუხია რუსული დრონები, ბომბები, საარტილერიო დაბომბვა და ბალისტიკური დარტყმები.

რუსეთი იმსახურებს გაზრდილ ზეწოლას – ყველა იმ მკაცრ ზომას, რამაც შეიძლება გატეხოს მისი ომის წარმოების უნარი და სისტემა, რომელსაც ომის გარდა არაფერი სურს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია. მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის აუცილებელია. აუცილებელია მეტი თანამშრომლობა და ერთიანობა ყველა პარტნიორს შორის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g