LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს ხელი ჩამოვართვი, ყირიმი თუ დაგვიბრუნდება, კიდევ ასჯერ ჩამოვართმევ – ვოლოდიმერ ზელენსკი

181
ttttttt

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს “ნორმანდიული ოთხეულის” სამიტზე ხელი ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“თუ ჩვენ გვსურს, და ჩვენ ნამდვილად გვსურს ომის დასრულება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. გულახდილად გეტყვით, თუ ხვალ ჩვენს მიწას დავიბრუნებთ, ოკუპირებულ დონბასს – კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ ხელს, თუ ყირიმი დაგვიბრუნდება და ერთ დღესაც ასე იქნება, ასჯერ ჩამოვართმევ ხელს. მსგავსი რაღაცეებისთვის მხოლოდ შედეგის მისაღებად ვარ მზად”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი გახარია ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა (ვიდეო)

გახარია უკრაინის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდებაю

უკრაინაში, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, ზელენსკი პუტინთან შეხვედრის დროს, ხელის ჩამორთმევის გამო გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია უკრაინაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

კიევის, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და საქართველოს და უკრაინის ჰიმნები შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g