LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს მოვუსმენ: საფრანგეთი რუსეთს ოლიმპიურ ზავს სთავაზობს – თანხმდება თუ არა პუტინი დროებით მშვიდობას და რას გვასწავლის ისტორია

134
FORTUNA.GE (46)

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა., რომ რუსეთს შესთავაზებს, პარიზის ოლიმპიადის დროს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაამყაროს.

„ჩვენ ვთხოვთ ამას“ – განაცხადა მაკრონმა უკრაინული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ეს არის მშვიდობის გზავნილი”, – თქვა მაკრონმა და დაამატა:
„ტელეფონს ავიღებ (თუ პუტინი დარეკავს). ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მოვისმენ მის წინადადებას. აუცილებელია სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფა უკრაინის არმიის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მაგრამ ამავე დროს ხელი უნდა შევუწყოთ დეესკალაციას. თუ პუტინს რაიმეს შეთავაზება სურს, მის წინადადებას მოვუსმენ“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც პუტინი მეხუთე ვადით რჩება ხელისუფლებაში რეალური ოპოზიციის გარეშე. კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის არჩევნების შედეგს, მაკრონმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.
თუმცა, აღნიშნა, რომ რუსეთი შეიძლება ჩაითვალოს „იმპერიალისტურ ქვეყნად და ავტორიტარულ რეჟიმად“, რომელიც კლავს პოლიტიკურ ოპონენტებს და აწარმოებს ომს მეზობლების წინააღმდეგ.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი, როგორც ორგანიზატორი ქვეყანა, ეთანხმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) გადაწყვეტილებას ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების სტატუსის შესახებ.

შეგახსენებთ, სოკ-ის გადაწყვეტილებით, რუსეთი, როგორც სახელმწიფო, თამაშებში მოინაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ ნეიტრალური, თეთრი დროშის ქვეშ გავიდნენ ასპარეზობაზე. ამასთან, რუსეთი არ იქნება წარმოდგენილი გუნდურ სახეობებში. გამარჯვების შემთხვევაში არ გაჟღერდება რუსეთის ჰიმნი და არ აღიმართება დროშა.

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.
მასში მონაწილეობას, ორნახევარი კვირის განმავლობაში, 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი მიიღებს.

მაკრონის წინადადებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმირ პუტინმა არ გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა და უკრაინაში „ბუფერული ზონის“ შექმნა, რათა სასაზღვრო რაიონები დაბომბვისგან დაიცვან.

პუტინმა განაცხადა, რომ ის არ არის საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადების საქმის კურსში, მაგრამ მზადაა დროებითი ზავის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა.

პუტინმა დააზუსტა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში არსებულ ვითარებაზე.

გასული წლის ბოლოს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად ყველა მისი წევრი ვალდებულებას იღებდა „ოლიმპიური მშვიდობა“ დაეცვათ ოლიმპიადის დაწყებამდე 7 დღით ადრე და პარიზის პარალიმპიური თამაშების დამთავრებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

როგორც ისტორიიდან ცნობილია, ოლიმპიური თამაშების დროს, ერთი თვის განმავლობაში, საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე ომი წყდებოდა. თამაშები იმართებოდა „წმინდა თვეს“.

თუმცა…
აფხაზეთის, ცხინვალისა და აგვისტოს ომები, ყირიმის ოკუპაცია – ყველაფერი ოლიმპიური თამაშების პარალელურად მიმდინარეობდა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, მაშინ, როცა ბარსელონაში რამდენიმე დღის დამთავრებული იყო ოლიმპიური თამაშები.

2004 წელს, აგვისტოს შუაწელს, როდესაც ათენში ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ცხინვალთან ბრძოლები არ წყდებოდა.

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება ჩინეთში 29-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნას „დაემთხვა“.

2014 წლის 23 თებერვალს, სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის დღეს, რუსეთის არმიამ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია დაიწყო.

წყარო: euronews
webangah
politico
ფოტო: newyorker

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g