LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს სურს თავისუფლად დაანგრიოს საქართველო და უკრაინა – ჯო ბაიდენი

179

“პუტინს არაფერი სურს იმაზე ნაკლები, ვიდრე ტრანსატლანტიკური საზოგადოების შუაზე გაყოფაა, რათა უფრო თავისუფლად დაანგრიოს ისეთი ქვეყნები რუსეთის პერიფერიაში, როგორებიც უკრაინა და საქართველოა”,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრში განაცხადა, სადაც საჯარო სამსახურში 40 წლიანი მუშაობისთვის დააჯილდოვეს.

ჯო ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის პოლიტიკას საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხე უწოდა. უკრაინასა და საქართველოზე საუბრისას კი ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები საკუთარ მომავალს დასავლეთში ხედავენ და ფიქრობენ, როგორ მივიდნენ იქამდე.

“პრეზიდენტ ტრამპსაც არ ჰქონია ნება, გაეკრიტიკებინა პუტინი თუნდაც, ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევის გამო. ღვთის გულისთვის! იფიქრეთ ამაზე, რა სიგნალს აგზავნის ეს ყველაფერი მთელს მსოფლიოში. საბედნიეროდ, კონგრესი ამ შემთხვევაში “რესპუბლიკელების” თაოსნობით, არ აპირებს მისცეს პუტინს საშუალება,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა

magti 5g