LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა

67

ქაბულში, ავღანეთის დაზვერვის სააგენტოს შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.

ავღანეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაზვერვის სააგენტოს შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები სამოქალაქო პირები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g