“მონა აღარ არის პრეზიდენტი?!” – ამ განცხადებით “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ახლა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ხოლო ერთპარტიული მმართველობა დასრულდება თუ არა, ეს საპარლამენტო არჩევნებზე გახდება ცნობილი.
„გახსოვთ, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ.
ეს ერთი და მეორე – ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე.
“ამას გულისხმობს ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, პრეზიდენტიც ალბათ, ამას გულისხმობდა,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია