LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი: „კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება.. ის, რომ არსებობენ მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს მთელი საქართველოა“

141
ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო“.

„რა თქმა უნდა, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება. შეთავაზება არის, მათ შორის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, დაგვიბრუნდნენ საგნობრივი შენიშვნით. ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ეს პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული“, – თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ირიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ.

„კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მოსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა – ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა“ – სალომე სამადაშვილი

magti 5g