გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 2024 წლის არჩევნების დროს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყოს, „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ეხმიანება.
ქადაგიშვილის თქმით, ის სააკაშვილის პრემიერობას არასერიოზულად უყურებს:
„წინა სეზონი იყო: მოწამლეს, მოკლეს, აშიმშილეს, აწამეს და ამ სერიალმა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც თავისი მაყურებელი დაკარგა.
ახლა, ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება: მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა.
მე აღარ ვაფასებ სერიოზულად მის პრემიერმინისტრობას. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, თუმცა მის პრემიერობას არასერიოზულად ვუყურებ“, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.