უკრაინის, ქალაქ როვნოს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კოვალის ინფორმაციით, ქალაქ რონვოსთან სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 18:00 საათის მონაცემებით, დაღუპულია ცხრა ადამიანი და ამდენივე დაშავდა.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის მომხდარის გამო არ მუშაობს ტელე და რადიო მაუწყებლობა. ოლქის ზოგიერთ რაიონში მხოლოდ საკაბელო მაუწყებლობა ხორციელდება.