Express Bank-ი განაგრძობს სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას ქვეყნის მასშტაბით.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, დღეიდან მომხმარებელი Express Bank-ის მომსახურების მიღებას, ქალაქ რუსთავში მესხიშვილის ქუჩის 9 ნომერშიც შეძლებს.
“Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით – ბანკის მიერ დამტკიცებული 1000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით”, – განაცხადეს Express Bank-ში.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 115-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.