მართალია, უამინდობა ბევრს ისევ უფუჭებს განწყობას, მაგრამ საგაზაფხულო მოგზაურობისთვის მზადება უკვე დაწყებულია. გთავაზობთ ევროპის სამი ქალაქს, რომელიც სწორედ გაზაფხულზე უნდა მოინახულოთ.
ამსტერდამი – იაპონიაში გაზაფხული საკურას ყვავილობის სეზონად ითვლება, ნიდერლანდებში კი, უკიდეგანო ტიტების მინდვრების ნახვა და ყვავილების აღლუმში მონაწილეობა შეიძლება, რომელიც 23-24 აპრილს იმართება. სხვათაშორის, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ღირსშესანიშნაობად კოკენჰოფის სამეფო პარკი ითვლება, სადაც 4 მილიონზე მეტი ტიტა ხარობს, ტურისტთა რიცხვი კი, ყოველწლიურად 900 ათას აჭარბებს.
ლონდონი – მართალია, ბრიტანეთის დედაქალაქი ბევრისთვის წვიმასთან და ნისლთან ასოცირდება, მაგრამ თუ ლონდონს გაზაფხულზე ეწვევით აუცილებლად მოიხიბლებით ნისლიანი ალბიონის მთავარი მშვენებით – ფერადად გაფურჩქნული პარკებითა და ბაღებით, რომელთაც ადგილობრივები ქალაქის ხმაურისა და ჩვეული აჟიოტაჟისგან დასასვენებლად სტუმრობენ.
ნიცა – ფრანგებისთვის გაზაფხულის სიმბოლოდ გოგრა ითვლება, რომელიც ნიცაში, სიმიეს ბაღებში ხარობს. აქვე იმართება ყოველწლიური ფესტივალი, როცა არაჩვეულებრივი ბაღჩეულით ირთვება ქალაქის ქუჩები, რესტორნები კი, გურმანებს მხოლოდ გოგრით მომზდებული კერძებით უმასპინძლდებიან.