LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქი ქალაქში – ბათუმში 38 მილიონიანი პროექტის მშენებლობა დაიწყო

254
72968928-2610578278964146-7560370629807964160-n-2019-10-21-07-44-34-377389

უმსხვილესი სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო – ბათუმში .. „ოცნების ქალაქისმშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.

პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი კომპლექსის – 582 ბინის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38,7 მილიონი ლარია, მშენებლობა კი, 17 თვეში დასრულდება.

ბინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე საცხოვრებელი პირობებში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს, მათ შორისაა სოციალურად დაუცველი, ეკომიგრანტი და მრავალშვილიანი ოჯახები. ამ სოციალური პროექტით აჭარაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გადაიჭრება და ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნება.

2021 წელს ამ ტერიტორიაზე დაიწყება სკოლის მშენებლობაც, გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობაც.

სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g