თბილისის საკრებულოს წევრი, ვახტანგ შაქარაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა თავად განაცხადა და თქვა, რომ ქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები გააჩნია.
“მე მას შემდეგ, რაც საბურთალოს მოსახლეობის მხარდაჭერით, “ქართული ოცნების” ქოლგის ქვეშ საკრებულოში შემოვედი, დაახლოებით წელიწადნახევარში დავტოვე უმრავლესობა, მას შემდეგ თვითმმართველობის პროცესებში მონაწილეობას ძალიან აქტიურად ვაგრძელებ, ასევე ზოგად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და აქტიურობას, მაქვს ჩემი მკაფიო კრიტიკული პოზიციები იმაზე, რაც ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქალაქს და ზოგადად ქვეყანას არ წაადგება.
მაქვს ჩემი ხედვები ამ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში ნამდვილად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. თუ რა ფორმით იქნება ეს, ამას საზოგადოებას შევატყობინებთ,“ – განუცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ვატო შაქარიშვილმა.