LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქში უმუშევრების რაოდენობა შემცირდა, სოფელში – გაიზარდა

52

უმუშევრობის დონე ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელს პრაქტიკულად არ შეცვლილა. თვითდასაქმებულები- 57.6%-ს, დაქირავებით დასაქმებულები კი- 42.4%-ს შეადგენენ.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2016 წელს 2015 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g