თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მიერ გაკეთებულ რეპლიკას: „ქალბატონო ლილე, მეკაიფებით?“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი შემდეგნაირად პასუხობს: „კარგით რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო“.
შელაპარაკება დედაქალაქის მერსა და ოპოზიციონერ დეპუტატს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანმა სხდომაზე განაცხადა, რომ არ ახსოვს 2016 წლიდან დღემდე მისგან და მისი თანაგუნდელებისგან სიძულვილის ენით საუბარი.
„მართლა არ მახსოვს, გულწრფელად, თუ არადა შემახსენეთ, დამირეკეთ, თუ გინდათ “ფეისბუქზე” მომწერეთ, რომ რომ მე, ჩემი პარტიის, ჩემმა რომელიმე თანაგუნდელმა, რომელიმემ სიძულვილის ენით ისაუბრა 2016 წლიდან, წინას არ ვადევნებდი მაინცადამაინც ყურადღებას”, – განაცხადა ლიპარტელიანმა, რაზეც კალაძემ უპასუხა: “ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს – მეკაიფებით?”.
„ბატონო, კახი სრულიად გულწრფელად გეუბნებით და თქვენი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება და კარგით რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო“, – უპასუხა ლილე ლიპარტელიანმა კალაძეს.