„ქალებსა და მამაკაცებს შორის როგორც უფლებრივი, ისე სახელფასო სერიოზული დისბალანსია“,- ამის შესახებ დამსაქმებლისა და თანამშრომლების პრობლემაზე საუბრისას “ფორტუნას“ ეთერში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის სხვაობა 35-38 პროცენტია.
„ქალთა უფლებების კუთხით სასირცხვილოდ ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში. ეს არის ძალიან სერიოზული განსხვავება. 21-ე საკუკუნის ქვეყანას, რომელსაც აქვს მისწრაფება ევროპული ღირებულებებისკენ, არ შეშვენის სახელფასო 35-38 პროცენტიანი დისბალანსი“- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
მან მაგალითად განათლების სექტორი მოიყვანა, რომელშიც დასაქმებულთა უმრავლესობაში ქალები არიან.
„სწორედ იმიტომ არის ბევრი პედაგოგი ქალი და ეგ იმიტომ ხდება რომ მამაკაცებს იმიტომ არ აქვთ ინტერესი განათლების სისტემაში მოსვლის იქ მცირე ხელფასია“,- აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა