2024 წლის საუკეთესო ქალური ავტომობილი დასახელდა. ამჯერად ავტომფლობელთა სიმპათია მოზრდილი ელექტროქარის, 7 ადგილია Kia EV9-ისკენ გადაიხარა. ავტო ჟურნალისტებმა, რომლებიც კონკურსის Women’s Worldwide Car of the Year (WWCOTY) ჟიურის წევრები იყვნენ, სამხრეთ კორეული კროსოვერი მოცულობითი სალონის, შთამბეჭდავი აეროდინამიკის, გამორჩეული დიზაინის და სწრაფი დამუხტვისთვის შეაქეს. მოდელს 240 კილომეტრიანი სვლის მარაგის შესავსებად სულ რაღაც 15 წუთიანი დამუხტვა ჰყოფნის.
ჟიურის წევრთა შორის წელს 52 ქვეყნის წარმომადგენელი 75 ქალი ჟურნალისტი იყო. საუკეთესოს წოდების მისაღებად პრეტენდენტთა სიაში კი იყვნენ: Volvo EX30 (საუკეთესო „ოჯახური ავტომობილი“), BMW 5-Series (დიდი ავტომობილი), Volkswagen Amarok (კროსოვერი), Aston Martin DB12 (ექსკლუზიური ავტომობილი) და Kia EV9.
უმრავლესობამ ხმა EV9-ს მისცა, რომელიც საუკეთესო „დიდი კროსოვერიც“ გახდა.