LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებმა წლის საუკეთესო ავტომობილი აირჩიეს

121
bmwix216

კონკურსის „წლის ყველაზე ქალური ავტომობილი“ ჟიურიმ 2022 წლის სეზონის პრეტენდენტთა მოკლე სია გამოაქვეყნა. წელს პრემია მე-12-ედ ტარდება და საუკეთესო ავტომობილს 40 ქვეყნის წარმომადგენელი 56 ავტო-ჟურნალისტი ქალი აირჩევს.

ჟიურიმ 2021 წელს გამოშვებული 65 ახალი მოდელი შეისწავლა და გამარჯვებულები 6 კატეგორიაში დაასახელა, თანაც სამ კატეგორიაში ელექტროქარები ლიდერობენ. მთავარ გამარჯვებულს 8 მარტს გამოავლენენ.

ავტომობილ-ლიდერებს ბევრი პარამეტრის გათვალისწინებით ირჩევენ. თითოეული მათგანი კონკურენტზე უსაფრთხო, კომფორტულად და სასიამოვნოდ სატარებელი, ტექნოლოგიური, ასევე გამორჩეული დიზაინის მქონე და მისაღების ფასის უნდა იყოს. ამასთან, საუკეთესო ავტომობილი ჩვენს დროში ენერგოეფექტურიც უნდა იყოს და გარემოს არ უნდა აბინძურებდეს.

შესაძლო გამარჯვებულთა მოკლე სია ასე გამოიყურება: კატეგორიაში „დიდი ავტომობილი“ ელემენტიანმა კროსოვერმა Ford Mustang-მა გაიმარჯვა, კატეგორიაში „დიდი ყველგანმავალი“ – BMW iX იყო საუკეთესო. ყველაზე პროდუქტიულ მოდელად ქალებმა ელექტროსედანი Audi e-Tron GT დაასახელეს.

გარდა ამისა, ერთი ადგილი შეხვდა ელექტრონულ Jeep Wrangler 4xe-ს, რომელმაც კონკურენტებს კატეგორიაში – „საქალაქო ავტომობილი“ და „საოჯახო კროსოვერი“ აჯობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები