LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებს აკადემიური სტილის მამაკაცები იზიდავენ

379

ამერიკელმა მეცნიერებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს: თურმე, ქალისთვის მამაკაცი პირველ რიგში მისი ჩაცმის სტილითაა მიმზიდველი. სუსტი სქესის წარმოამდგენლები განსაკუთრებით სიპათიურად და რესპექტაბელურად მათ მიიჩნევენ, ვინც ხშირად ატარებს მკაცრ კოსტუმს.

იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს მამაკაცის ტანსაცმელი პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობაზე, ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთგვარი ექსერიმენტი ჩაატარეს და ქალბატონებს ჯერ სხვადასხვა სტილის ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცების ფოტოები აჩვენეს, მერე კი, მათი მომხიბვლელობის შეფასება და საკუთარი აზრის დასაბუთება სთხოვეს.

გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ქალების სიმპათიას ძირითადად საქმიან კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცები იმსახურებენ, რადგან მათი აზრით, ამგვარი ჩაცმულობა ნებისმიერი მამაკაცის გარეგნობას აუმჯობესებს. მამაკაცი კოსტუმში ქალისთვის ყოველთვის კარგ გემოვნებასთან, თვითდაჯერებულობასთან და რაც არ უნდა უცნაური იყოს, იუმორის გრძნობასთან ასოცირდება. ექსპერიმენტის მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ საქმიანი სტილი ყველა მამაკაცს მოდური, წარმატებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის იმიჯს უქმნის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები