LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებს გრიპი მარტივად გადააქვთ, ვიდრე მამაკაცებს

93

ქალების უმეტესობა ხშირად ჩივის, რომ თუ მამაკაცი ავად ხდება, მაშინვე წვება ლოგინში, წუწუნებს სიმპტომების გამო  და მოითხოვს, ვინმემ განუწყვეტლივ იზრუნოს მასზე. როდესაც ქალები ხდებიან ავად, სხვებზე მზრუნველებად, უმეტეს შემთხვევაში, კვლავ თავად რჩებიან – უვლიან ბავშვებს, რეცხავენ, ალაგებენ სახლს…

ახალმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მამაკაცები სულაც არ აჭარბებენ, როდესაც ავადმყოფობის გამო წუწუნებენ.

ლონდონის ჰოლოუეის სამეფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გავრცელებული ინფექციები მამაკაცებზე უფრო მძაფრად მოქმედებს, ვიდრე ქალებზე.

„უკვე დადგენილია, რომ ქალები და მამაკაცები ავადმყოფობაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, თუმცა დადგინდა, რომ გრიპის ვირუსი ქალებში ნაკლებად საშიში ფორმებით მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებში, რადგან, ერთგვარად, „იცავს“ ქალებს – ქალებიდან გრიპი მარტივად გადაეცემა ბავშვებს,“ – აღნიშნა სამეფო ჰოლოუეის ბიოლოგიური მეცნიერებების სკოლის თანამშრომელმა ფრანცისკო უბედამ.

მეცნიერებმა გამოიყენეს მათემატიკური მოდელირება, რათა ეჩვენებინათ, რომ ბუნებრივი გადარჩევისას ვირუსის ფატალური შემთხვევა ქალებში უფრო ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g