LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამას შეწყვეტს“ – თეა წულუკიანი მზია ამაღლობელზე

309
2025-02-05_23-49-24_167195

ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამას შეწყვეტს, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამჟამინდელი თუ მომავალში კანონი რომ იქნება მიღებული, ყველა მათ წინაშე უნდა იყოს თანასწორი და ეს თუ ასე არ არის, რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მე არ მგონია, რომ ნაკლებად მაღელვებს (ვინ დაიჯერებს, ვინ – არა, ეს არ არის საინტერესო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ) ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამას შეწყვეტს.

თუმცა, ერთია დღეს რომ გჯერა სწორ საქმეს ემსახურები და ეს მისი უფლებაა, მას ასე სჯეროდეს და იბრძოდეს იმისთვის, რისიც სჯერა, მაგრამ მეორეა ის, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის აუცილებლად მშვიდობიანად და არ დარჩება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი. მე ეს მაწუხებს, ვინ დაიჯერებს, ვინ არა, მაგრამ ძალიან მაწუხებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება – შიმშილობას განაგრძობს“ – „ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე

„მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ – ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g