LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი.. საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები ქალისათვის დამამცირებელია“ – რას წერს რომან გოცირიძე

903
BeFunky-collage

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ქორწინების შეთავაზების ფართოდ გავრცელებულ ფორმას, საჯაროდ ხელის თხოვნას ეხმაურება და წერს, რომ საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტი ქალისთვის დამამცირებელია.

„ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი. მისი ამ სურვილის ასრულება იმდენად მოულოდნელია, რომ წინადადების მიღებისას ლამის შოკში ვარდება. როგორც იქნა დაინახეს, როგორც იქნა დააფასეს, როგორც იქნა აღიარეს.

საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, ასე რომ მოედო მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს, არის ქალისათვის დამამცირებელი. ერთი შეხედვით ლამაზი და ამაღელვებელი ამბავი სინამდვილეში შეფარულად ქალისადმი კაცის უპირატესობის დემონსტრირების მაჩვენებელია. ის არის გადაწყვეტილების მთავარი მიმღები, ის არის ქალის გამაბედნიერებელი.

ისე, ერთხელ მაინც პირიქით რატომ არსად მომხდარა, ქალს რომ გამოეჩინოს ინიციატივა და კაცისთვის მოეწყოს „სიურპრიზი“?, – წერს რომან გოცირიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g